დროა

ხოშტარია: სამეულს თანხმობა გვაქვს, რომ არანაირ საერთო სიაზე ლაპარაკი არ გვექნება

ჩვენ მერაბიშვილის უშუალო საკითხზე, რომელიც ამ მთელ პროცესში [ენმ-ში მიმდინარე დაპირისპირება] იღებდა მონაწილეობას ჩემი ინფორმაციით, მე მაქვს ძალიან მკაფიო პოზიცია,  პერსონალურადაც ძალიან მძიმე დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ და ჩემთვის მასთან პოლიტიკური მომავლის დაკავშირება არის სრულიად გამორიცხული, ამას ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, აბსოლუტური წითელი ხაზია, ეს ერთი.

მეორე, ჩვენ, სამივე პარტიას [დროა, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი-მეტი თავისუფლება] აბსოლუტური თანხმობა გვაქვს, რომ არანაირი სტრუქტურული თანამშრომლობა, რაღაც საერთო სიაზე და ასე შემდეგ ლაპარაკი არ გვექნება. ამასთანავე, კომუნიკაცია, ბუნებრივია... მე არა მგონია, კომუნიკაციაზე საერთოდ ვინმე ამბობდეს უარს, მათ შორის, გირჩთანაც მქონდა და აღმაშენებელთანაც ამაზე საუბარი, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი არის ის საკითხი, რომელზეც ბუნებრივია, კომუნიკაცია იქნება, ევროპის საკითხი არის ის საკითხი, სადაც გარკვეული კოორდინაცია აუცილებელი იქნება, რაც შეეხება სტრუქტურულ თანამშრომლობას, ამას აბსოლუტურად გამოვრიცხავ.

ასევე, ნაციონალურმა მოძრაობამ თავად უნდა დაიმკვიდროს თავი ამ ტიპის ფორმაციაში. გასაგებია, მათი ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი როლი ამ პოლიტიკურ ლანდშაფტში, მაგრამ ამ ახალმა ხელმძღვანელობამაც უნდა დაიმკვიდროს თავი, გვანახოს, რა არის მისი ხედვა, არის თუ არა მართლაც ჩრდილოვანი მმართველობა, რა ტიპის არის, როგორ უყურებს ზოგადად კოალიციებს, რა დამოკიდებულება აქვთ, რა ხედვები ექნებათ. ანუ ეს არ არის ესე, რომ რაღაც ავტომატურად იღებ ყველაფერს. მათ დასამკვიდრებელი ექნებათ თავი და ურთიერთობები. ოღონდ ჩემთვის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი დგას ამ ყველაფრის მიღმა, იმიტომ, რომ ეს არის ადამიანის ჯანმრთელობა, ეს არის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა, ეს პირდაპირ უკავშირდება ჩვენს ყველანაირ ევროპულ პერსპექტივას, საერთოდ ადამიანებად და საზოგადოებად ვიგრძნობთ თუ არა თავს, ამას უკავშირდება.

დროას ლიდერი ელენე ხოშტარია TV პირველს მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციიდან ჩაერთო. კითხვა ერთიან ნაციონალურ მოძრაობის ხელმძღვანელობის ცვლილებისა და "პარტიასთან მერაბიშვილ-კეზერაშვილის უფრო დაკავშირების შემდეგ", ენმ-სთან მეტ კომუნიკაციაში ყოფნის შესაძლებლობას ეხებოდა.

კომენტარები