არჩევნები 2024

ხოშტარია: ვაშაძე ენმ-სთან ხედავს თავს, დროა – არა, ჩვენი საარჩევნო განაცხადი გვექნება

სამეულთან თანამშრომლობა ძალიან საჭირო, საინტესო და საქმისთვის სასარგებლო იყო. პირველივე დღიდან ვამბობდით რომ ეს არა საარჩევნო, არამედ კონკრეტულ ამოცანებთან დაკავშირებული თანამშრომლობა იყო, 24 თებერვალი მათ შორის. სიებზე და მსგავს საკითხებზე, როგორც მაშინაც ვამბობდით არასდროს გვქონია საუბარი.

ცალკე მინდა ვთქვა, რომ ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძესთან თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის. გიორგი ძალიან კეთილსინდისიერად და ენერგიულად ოყო ჩართული ყველაფერში. მადლობელი ვარ მისი ამ თანამშრომლობისთვის.

ახლა ახალი ეტაპია, სადაც ოპტიმალური საარჩევნო კონფიგურაცია უნდა შევქმნათ ოპოზიციამ და გავაგრძელოთ ბრძოლა. ამ კონსტრუქციაში გიორგი ნაციონალურ მოძრაობაში ხედავს თავის თავს, ‘დროა’ - არა. წარმატებებს ვუსურვებ გიორგისაც და ნაციონალურ მოძრაობასაც საკუთარი ამომრჩევლია მაქსიმალურად კონსოლიდაციაში.

ჩვენც გვექნება ჩვენი საარჩევნო განაცხადი და ყველაფერს ვიზამ, რომ ის შედეგისთვის, ანუ რუსების გაგდებიათვის და პროდასავლური სამომავლო კოალიციისთვის ოპტიმალური იყოს.წ

წერს დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია.  

სტრატეგია აღმაშენებელი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ერთობლივ განცხადებას დღეს, 20 ივლისს გააკეთებენ. სტრატეგია აღმაშენებელში ამბობენ, რომ 2024 წლის არჩევნებზე "საქართველოს ინტერესების გამარჯვებისთვის" ნებისმიერ კომპრომისზე არიან მზად - მათ შორის, თუ საჭირო იქნება, არჩევნებში მონაწილეობას 5 ნომრითაც მიიღებენ. 

კომენტარები