ვაგნერი

დიდი ბრიტანეთი ვაგნერს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს

ვაგნერის მებრძოლები რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში, სამხედრო ოლქის შტაბ-ბინასთან განლაგებისას სურათს იღებენ, 2023 წლის 24 ივნისი.
Reuters

დიდი ბრიტანეთი კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ორგანიზაციის მხარდაჭერა არალეგალური გახდება. 

პარლამენტში წარსადგენ დოკუმენტში წერია, რომ სახელმწიფო ვაგნერის აქტივებს ტერორისტულ საკუთრებად მიიჩნევს და მას ჩამოართმევს.

გენერალური პროკურორის, სუელა ბრეივერმენის თქმით, ვაგნერი იყო "ძალადობრივი და დესტრუქციული, ვლადიმერ პუტინის რუსეთის სამხედრო იარაღი". მისივე თქმით, აფრიკასა და უკრაინაში ვაგნერის მუშაობა გლობალური უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. 

"ვაგნერის მიერ მუდმივი დესტაბილიზაციის მცდელობა მხოლოდ კრემლის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. ისინი ტერორისტები არიან, მარტივად - და ეს აკრძალვის ბრძანება ცხადყოფს ამას გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობაში." - თქვა ბრეივერმენმა.

ვაგნერმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ასევე მოქმედებდა სირიაში და აფრიკის ქვეყნებში, მათ შორის ლიბიასა და მალიში. მის მებრძოლებს ბრალი ედებათ უამრავლ დანაშაულში, მათ შორის უკრაინის მოქალაქეების მკვლელობასა და წამებაში.

 

23 აგვისტოს როსავიაციაში ამბობდნენ, რომ თვითმფრინავზე კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი და სამხედრო მეთაური, დმიტრი უტკინი იმყოფებოდნენ.

24 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, რომელიც აჯანყების მომწყობ პრიგოჟინს აქამდე სახელით არ იხსენიებდა, მას ნიჭიერი ბიზნესმენი უწოდა და თვითმფრინავის დაღუპულ მგზავრთა ახლობლებს მიუსამძიმრა.

კრემლის ვებსაიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტი ავალდებულებს ყველას, ვინც სამხედროების სახელით უკრაინაში რაიმეს აკეთებს, ოფიციალურად რუსეთისადმი ერთგულების ფიცი დადოს.

ფიცში გათვალისწინებულია შინაარსი იმის შესახებ, რომ ყველა, ვინც ერთგულების ფიცს ხელს მოაწერს, მკაცრად შეასრულებს მეთაურებისა და უფროსი ლიდერების ბრძანებებს.

კომენტარები