ვაგნერი

ვაგნერი ბელარუსში "საგანმანათლებლო ორგანიზაციათა" სიაში მოხვდა

ვაგნერის მებრძოლები, რომლებიც ბელორუსის არმიის ჯარების ვარჯიშისას შენიშნეს

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი ბელარუსში "საგანმანათლებლო ორგანიზაციათა" სიაში მოხვდა.

ბელარუსის კომპანიებისა და ინდივიდუალური მეწარმეების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის მიხედვით, ვაგნერი  "საგანმანათლებლო საქმიანობისთვის" ოსიპოვიჩის რაიონის სოფელ ცელში დარეგისტრირდა, იმავე ადგილას, სადაც მათი ახალი ბაზა მდებარეობს.

მედიის ცნობით, გასულ თვეში, იმავე მისამართზე დარეგისტრირდა უძრავი ქონების კომპანია Concord Management and Consulting.

ამბობენ, რომ კონკორდის 100% ამავე სახელწოდების რუსულ კომპანიას ეკუთვნის, რომლის გენერალური დირექტორი, ვაგნერის ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინია.

შეგახსენებთ, რომ ივნისში მომხდარი ამბოხების შედეგად, ვაგნერის დაქირავებულმა სამხედროებმა, მის ხელმძღვანელობასა და რუსეთის გენერალურ შტაბს შორის უკრაინაში ომის გამო დაძაბულობის შემდეგ, სამხედრო ობიექტები დონის როსტოვზე დაიკავეს. 

კომენტარები