ვაგნერი

ვაგნერმა ახალი დაქირავებული ჯარისკაცების რეკრუტირება შეაჩერა

ვაგნერის მებრძოლები რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში, სამხედრო ოლქის შტაბ-ბინასთან განლაგებისას სურათს იღებენ, 2023 წლის 24 ივნისი.

რუსულმა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერმა ახალი დაქირავებული ჯარისკაცების რეკრუტირება დროებით შეაჩერა. ინფორმაციას გამოცემა Агентство ვაგნერის ნათესავებისთვის შექმნილ ტელეგრამ ჯგუფზე დაყრდნობით ავრცელებს.

13 000-იანი ტელეგრამ ჯგუფის ადმინისტრატორმა დაწერა, რომ "ბოლო მოვლენების გათვალისწინებით კომპანიაში მიღება დროებით შეჩერებულია". ადმინისტრატორი მსურველებს სარეზერვო ჯგუფში ჩაწერა შესთავაზა.

გამოცემა Медиазоны-ს მონაცემებით ვაგნერში ახალი წევრების მიღება ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება. ფინანსურ პრობლემებზე ასევე ჩივიან ხსენებული ტელეგრამ ჯგუფების წევრებიც, მათი თქმით მებრძოლებს ანაზღაურებას თვეების განმავლობაში უგვიანებენ. 

ფინანსური პრობლემების მიუხედავად ცნობილია, რომ ვაგნერის მოქმედ წევრებს აფრიკის კონტინენტზე უშვებენ. ნათესავებისთვის განკუთვნილ ტელეგრამ არხზე სამმა მომხმარებელმა დაწერა, რომ მათი ახლობლები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გააგზავნეს. რამდენიმე მომხმარებელი ასევე წერს, რომ ბელარუსში დაბანაკებული მათი ვაგნერელი ნათესავები აფრიკაში გამგზავრებას დღედღეზე ელოდებიან.

წარუმატებელი აჯანყების შემდეგ ვაგნერის მებრძოლები ბელარუსში გადავიდნენ

23 აგვისტოს რუსეთში, ტვერის ოლქში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომლის ეკიპაჟზეც, როსავიაციის ცნობით, იმყოფებოდა 10 ადამიანი, მათ შორის კსკ ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი და ამავე ჯგუფის სამხედრო მეთაური, დმიტრი უტკინი, ვის ზედმეტსახელსაც ატარებდა ორგანიზაცია.

6 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი ვაგნერის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას აპირებს

კომენტარები