ისრაელი-ბაჰრეინი

დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზაციიდან სამი წლის შემდეგ ისრაელმა ბაჰრეინში საელჩო გახსნა

REUTERS/Hamad I Mohammed

2021 წლის აბრაამის შეთანხმებიდან, რომელიც ისრაელსა და არაბულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას გულისხმობს, სამი წელი გავიდა. ისრაელმა სპარსეთის ყურის კუნძულოვან სახელმწიფოში, ბაჰრეინში საელჩო გახსნა

საელჩოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი დაესწრო. 

"ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრი და მე შევთანხმდით, რომ ჩვენ ვიმუშავებთ ერთად პირდაპირი ფრენების, ტურიზმის, ვაჭრობის მოცულობის და ინვესტიციების გასაზრდელად" - თქვა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

პოლიტიკის ანალიტიკოსების აზრით, ბაჰრეინსა და ისრაელს შორის ურთიერთობების დაახლოვება ირანიდან მომავალ საერთო პოლიტიკურ საფრთხეებს უკავშირდება. 

ბაჰრეინსა და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას საუდის არაბეთი და აშშ მედიატორობდნენ. 

კომენტარები