G20-ის სამიტი

G20-ის სამიტს ინდოეთში პუტინთან ერთად სი ძინფინგიც არ დაესწრება

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, G20-ის სამიტს ნიუ-დელიში ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი არ დაესწრება. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის წარმომადგენელი G20-ის სამიტზე პრემიერმინისტრი, ლი ციანგი იქნება. 

G20-ის სამიტი ნიუ-დელიში 9-10 სექტემბერს გაიმართება. სამიტს არ დაესწრება ვლადიმირ პუტინიც. მას შემდეგ, რაც ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გამოსცა, მას რუსეთის ტერიტორია არ დაუტოვებია.

ჩინეთი დიდი საერთაშორისო წნეხის ქვეშ იმყოფება რუსეთთან თანამშრომლობის და ადამიანის უფლებების დარღვევის მასობრივი შემთხვევების გამო.

G20 მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოების მთავარი ეკონომიკური ფორუმია, სადაც, როგორც წესი, ჩინეთს განსაკუთრებული როლი უჭირავს. 

კომენტარები