G20-ის სამიტი

Reuters: სავარაუდოდ, სი ძინფინგი G20-ის სამიტს გამოტოვებს

სი ძინფინგი იოჰანესბურგში გამართულ BRICS-ის სამიტზე, 2023 წლის 23 აგვისტო.
GIANLUIGI GUERCIA/Pool via REUTERS/File Photo

Reuters-ი ჩინურ და ინდურ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ, სავარაუდოდ, სი ძინფინგი 9-10 სექტემბერს ნიუ-დელიში დაგეგმილ G20-ის სამიტს გამოტოვებს და მის მაგივრად ღონისძიებას ჩინეთის პრემიერმინისტრი, ლი ციანგი დაესწრება.

გარდა ამისა, დიდი ალბათობით, ლი 5-7 სექტემბერს, ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში დაგეგმილ აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ლიდერების სამიტსაც დაესწრება.

არსებობდა მოლოდინი, რომ ნოემბერში ინდონეზიაში გამართული სამიტის მსგავსად, რომლის მიმდინარეობისას ჯო ბაიდენისა და სი ძინფინგის შეხვედრა გაიმართა, ორი ლიდერი ერთმანეთს ნიუ-დელიშიც შეხვდებოდა.

სისა და ბაიდენის შეხვედრის მოლოდინი 12-18 ნოემბერს, სან-ფრანცისკოში გასამართი აზია-წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ლიდერების შეხვედრაზეცაა.

სის მიერ G20-ის სამიტის შესაძლო გამოტოვებასთან დაკავშირებით ინდოეთისა და ჩინეთის საგარეო უწყებებში კომენტარს არ აკეთებენ.

უკვე ცნობილია, რომ ნიუ-დელიში არ ჩავა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და მის მაგივრად სამიტს საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი დაესწრება.

კომენტარები