კანდიდატის სტატუსი

კალაძე: ოპოზიციის წევრები ბრიუსელში კაბინეტებში დარბიან, რომ სტატუსი ვერ მივიღოთ

ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობს, წაახალისოს ყველაფერი, რაც ცუდია, ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესს და დამაზიანებელია მისი მომავლისთვის; ახალისებს ძალადობას - გავიხსენოთ ფაქტები, როდესაც მაგალითად, პოლიციელს სცემდნენ, ესროდნენ "მოლოტოვის კოქტეილს“, ამ ყველაფერს ახალისებდნენ და გმირობად თვლიდნენ.

ეს ყველაფერი მიზანმიმართულად მიმდინარეობს ქვეყნის, ხელისუფლების წინააღმდეგ; როდესაც პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, დგამს არასწორ ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, ოპოზიციის მხრიდან ხდება წახალისება.

ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან ევროპაში, ბრიუსელში, დარბიან კაბინეტებში იმისთვის, რომ ქვეყანამ არ და ვერ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ისევე, როგორც ხდებოდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის, ვიზალიბერალიზაციის მიღების წინ და ა.შ.

თბილისის მერი კახა კალაძე.

კომენტარები