Twitter

მასკის X-ის პოლიტიკა რუსულ პროპაგანდას დაეხმარა – ევროკომისიის კვლევა

Getty Images

ევროკომიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში წერია, რომ ილონ მასკის X-მა (ყოფილმა Twitter-მა) დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ უკრაინის შესახებ რუსული პროპაგანდა უფრო მეტ ადამიანამდე ვრცელდება, ვიდრე ეს ომამდე იყო შესაძლებელი.

კვლევაში წერია, რომ უმსხვილესი სოციალური მედიის კომპანიების, მათ შორის Meta-ს მიერ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ნებაყოფლობითი ვალდებულებების აღების მიუხედავად, რუსული დეზინფორმაცია უკრაინის წინააღმდეგ "აყვავდა".

"2022 წლის განმავლობაში, კრემლთან დაკავშირებული სოციალური მედიის ანგარიშების აუდიტორია და წვდომა მნიშვნელოვნად გაიზარდა მთელ ევროპაში. წინასწარი ანალიზის მიხედვით, კრემლის მიერ მხარდაჭერილი ანგარიშების წვდომა და გავლენა კიდევ უფრო გაიზარდა 2023 წლის პირველ ნახევარში, განსაკუთრებით Twitter-ის უსაფრთხოების სტანდარტების დემონტაჟით." - წერია კვლევაში.

“AI-ს დახმარებით X დაგვაკავშირებს ისეთი გზებით, რომლის წარმოდგენასაც ჩვენ ჯერ ვიწყებთ” - თქვა Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლინდა იაკარინომ. 

Twitter-ის ლოგოდ ცნობილი ჩიტი 2010 წლიდან არსებობს. 

ილონ მასკის მიზნების მიუხედავად, Twitter-ის ვებგვერდი მის ლოგოს მოიხსენიებს, როგორც “ყველაზე ცნობად აქტივს”, რის გამოც, ვებგვერდის გუნდი მაქსიმალურად ცდილობს ლოგოს შენარჩუნებას. 

რა არის ციფრული სერვისების აქტი?

DSA-ს მთავარი მიზანი უსაფრთხო ონლაინ გარემოს ხელშეწყობაა. ახალი წესების თანახმად, ონლაინ პლატფორმებმა უნდა დანერგონ გზები, რათა თავიდან აიცილონ და წაშალონ არალეგალური საქონლის, სერვისების ან შინაარსის შემცველი პოსტები და ამავდროულად, მისცენ მომხმარებლებს ამ ტიპის კონტენტის შესახებ შეტყობინების საშუალება.

გარდა ამისა, DSA კრძალავს მიზანმიმართულ რეკლამას, რომელიც ეფუძნება პირის სექსუალურ ორიენტაციას, რელიგიას, ეთნიკურობას ან პოლიტიკურ შეხედულებებს და აწესებს შეზღუდვებს ბავშვებისთვის რეკლამის შეთავაზებაზე. ის ასევე მოითხოვს ონლაინ პლატფორმების მეტ გამჭვირვალობას - მაგალითად იმის ცოდნის საშუალებას, თუ როგორ მუშაობს მათი ალგორითმები.

კომენტარები