Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის თქმით, პლატფორმაზე მომხმარებლებისთვის ტვიტების დღიური ლიმიტი დაწესდება, რათა ამ გზით ხელი შეუშალოს მონაცემთა გადაცემასა და სისტემით მანიპულირებას.
თავდაპირველად, მასკმა განმარტა, რომ გადამოწმებული ანგარიშებისთვის დღიური ლიმიტი 6 000 ტვიტამდე იქნებოდა, გადაუმოწმებელი ანგარიშებისთვის - 600-მდე, ხოლო ახალი დაუმოწმებელი ანგარიშებისთვის მხოლოდ 300-მდე.
თუმცა, მოგვიანებით, დამატებითი დეტალების გარეშე, განახლებულ პოსტში მან გადამოწმებული ანგარიშებისთვის ლიმიტი 10 000 ტვიტამდე გაზარდა, გადაუმოწმებლებისთვის 1 000-მდე, ხოლო ახალი დაუდასტურებელი ანგარიშებისთვის 500-მდე.
მანამდე, Twitter-მა გაავრცელა განცხადება, რომ პლატფორმაზე ტვიტების წაკითხვას მომხმარებლები სოციალურ მედიაზე რეგისტრაციისა და შესვლის გარეშე ვეღარ შეძლებდნენ, რასაც, მასკმა "დროებით გადაუდებელი ღონისძიება" უწოდა.
28 ოქტომბერს ილონ მასკმა სოციალური ქსელ Twitter-ის $44 მილიარდიანი შეთანხმება დაასრულა და კომპანიის მფლობელი გახდა.
მილიარდერის პირველი ორი კვირა Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის როლში ცვლილებებით სავსე იყო: მან გაათავისუფლა მისი წინამორბედი, პარაგ აგრავალი და სხვა ლიდერები, უკვე ნოემბერში კი კომპანიის თანამშრომელთა ნახევარს სამსახური დაატოვებინა.