23 ივლისს ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ აპირებს Twitter-ს სახელი შეუცვალოს და X დაარქვას. მასკი კომპანიის რებრენდინგისთვის ასევე გეგმავს, Twitter-ის ცნობილი ლოგოს, ჩიტის შეცვლას. მასკის თქმით, მისი მიზანია Twitter-ი აქციოს “ყველაფრის აპლიკაციად”.
“მალე, ჩვენ დავემშვიდობებით Twitter-ის ბრენდს და ნელ-ნელა ყველა ჩიტს” - წერს ილონ მასკი.
“AI-ს დახმარებით X დაგვაკავშირებს ისეთი გზებით, რომლის წარმოდგენასაც ჩვენ ჯერ ვიწყებთ” - თქვა Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლინდა იაკარინომ.
Twitter-ის ლოგოდ ცნობილი ჩიტი 2010 წლიდან არსებობს.
ილონ მასკის მიზნების მიუხედავად, Twitter-ის ვებგვერდი მის ლოგოს მოიხსენიებს, როგორც “ყველაზე ცნობად აქტივს”, რის გამოც, ვებგვერდის გუნდი მაქსიმალურად ცდილობს ლოგოს შენარჩუნებას.
2023 წლის ივლისში ილონ მასკმა თქვა, რომ Twitter-ის შემოსავლის სალდო უარყოფითია რეკლამებიდან მიღებული შემოსავლის განახევრების გამო.