მარცვლეულის შეთანხმება

რუსეთი თურქეთთან მარცვლეულის შეთანხმების ალტერნატივის შესახებ საუბრისთვის მზადაა

AFP

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ვიზიტისას რუსულ მხარესთან მარცვლეულის შეთანხმების ალტერნატივებზე ისაუბრებს. ოფიციალური ვიზიტი 31 აგვისტოს და 1 სექტემბერს შედგება. 

ინფორმაცია გერმანულმა გამოცემა Bild-მა გაავრცელა, შემდგომ კი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, თურქეთში მარცვლეულის გატანაში კატარის მონაწილეობას არ გამორიცხავენ. შესაძლოა მარცვლეულის შეთანხმების ახალ ფორმატში შუალედური რგოლი სწორედ კატარი იყოს. 

საუბრისას განსახილველი მთავარი საკითხი მარცვლეულის პირველი პარტია იქნება - მილიონი ტონა მარცვლეული, რომელიც თურქეთმა რუსეთისგან კატარის ფინანსური დახმარებით უნდა მიიღოს. მიღებული მარცვლეულის პირველ პაკეტს თურქეთი იმ ქვეყნებს მიაწვდის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. 

კომენტარები