მარცვლეულის შეთანხმება

რუსეთის თავდასხმების საფრთხის გამო, უკრაინამ მარცვლეულის დერეფანი შეაჩერა

სატვირთო გემი Aroyat ერთ-ერთი პირველია, რომელმაც უკრაინის პორტში შავი ზღვის ახალი დერეფნის გამოყენებით მიაღწია
By Kathryn Armstrong, BBC News

26 ოქტომბრიდან უკრაინამ შავი ზღვის მარცვლეულის ახალი დერეფანი რუსული ავიაციისგან მომდინარე საფრთხის გამო შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას  საკონსულტაციო კომპანია Barva Invest-ი უკრაინის საზღვაო პორტების მმართველობის (АМПУ) განცხადებაზე დაყრდნობით, სოციალურ ქსელ Telegram-ზე ავრცელებს. 

"გუშინ, 25 ოქტომბერს АМПУ-მ გამოაქვეყნა შეტყობინება, რომ დერეფანში გემების მოძრაობა 2023 წლის 26 ოქტომბრიდან შეწყდება". - აღნიშნა Barva Invest-მა 

ცნობების მიხედვით, მოძრაობა დე ფაქტოდ ბოლო 2 დღეა რაც შეწყდა, სამხედროების გადაწყვეტილების შესაბამისად, რაც განპირობებულია რუსეთის ავიაციის გააქტიურებით. 

"ამჟამინდელი აკრძალვა მოქმედებს 26 ოქტომბრისთვის, მაგრამ ის შეიძლება გაგრძელდეს". - წერს Barva Invest-ი Telegram-ზე. 

კომენტარები