მარცვლეულის შეთანხმება

მარცვლეულის შეთანხმების ჩაშლის შემდეგ უკრაინის პორტი პირველმა მსხვილმა გემმა დატოვა

უკრაინის შავი ზღვის პორტი მარცვლეულის პირველმა დიდმა სატვირთო გემმა დატოვა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ივლისში უარი თქვა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე. 

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი, ოლეკსანდრ კუბრაკოვი Facebook-ზე წერს, რომ 17 600 ტონა უკრაინული ხორბლით დატვირთული გემი ჩორნომორსკის პორტიდან ეგვიპტის მიმართულებით დაიძრა. 

ეს არის მეორე გემი, რომელმაც უკრაინის პორტი დატოვა ახალი "ჰუმანიტარული დერეფნის" გამოყენებით. თუმცა, პირველი გემი, რომელმაც დერეფნის შესამოწმებლად პორტი 19 სექტემბერს დატოვა, ზომით გაცილებით უფრო პატარა იყო და მას მხოლოდ 3 000 ტონა საქონლის გადატანა შეუძლია. 

რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება 18 ივლისს მიიღო. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, შეთანხმების დატოვების მიზეზად დაასახელა რუსეთის მიმართ აღებული ვალდებულებები შეუსრულებლობა. 

10 აგვისტოს კი უკრაინამ შავ ზღვაში მარცვლეულის გადამზიდი ხომალდებისთვის დროებითი ჰუმანიტარული დერეფანი გახსნა.  

 

 

კომენტარები