4 სექტემბერს თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა. ერდოღანმა თურქ ჟურნალისტებთან მოლაპარაკებების შედეგებზე ისაუბრა.
პუტინი და ერდოღანი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების განახლებაზე ვერ შეთანხმდნენ.
"ჰორიზონტზე მშვიდობის იმედი არ ჩანს. ჩვენ დღეს, ისევე როგორც ადრე, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ომში არ არსებობს გამარჯვებული და არ არსებობს დამარცხებული მშვიდობაში და რომ ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, თუ მხარეები მოისურვებენ" - თქვა ერდოღანმა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ.