მარცვლეულის შეთანხმება

სოჭის შეხვედრა: პუტინმა და ერდოღანმა მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

Sputnik Armenia

სოჭში ვლადიმირ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა "მარცვლეულის შეთანხმების" გაგრძელების პერსპექტივები ან ალტერნატიული ვარიანტების ძიება იყო.

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც ცხადი გახდა, რომ ლიდერებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

პუტინმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში შეთანხმების გასაახლებლად მზად არიან, მაგრამ სანაცვლოდ რუსეთის პრეზიდენტი რუსულ აგროპროდუქციაზე ექსპორტის შეზღუდვის მოხსნას ითხოვს. ასევე რუსეთი მზად არის თურქეთში მილიონი ტონა მარცვლეული ჩაიტანოს და გადამუშავების შემდეგ უსასყიდლოდ აფრიკაში გაგზავნოს. პუტინის თქმით ინიციატივას კატარიც უერთდება.

2022 წლის ივლისში შავ ზღვაში შეიქმნა დერეფანი, რომელიც ომის მიუხედავად სამი უკრაინული პორტიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტს ემსახურება. რუსეთმა სანაცვლოდ საკუთარი მარცვლოვანი პროდუქციის ექსპორტი და ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ნაწილების შემოტანაზე დაწესებულ სანქციის მოხსნა მოითხოვა.  

2023 წლის 17 ივლისს რუსეთმა შეთანხმების შესრულებაზე უარი განაცხადა. რუსული მხარის თქმით მხარეები მათ მიერ წაყენებულ პირობებს არ ასრულებენ. რუსულ სამთავრობო მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამშვიდობო დერეფანი უკრაინელებმა ქალაქ სტავროპოლზე თავდასხმისთვის გამოიყენეს.

კომენტარები