2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები

დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს

CREDIT: Evan Vucci

20 აგვისტოს აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ რესპუბლიკური პარტიის შიდა dებატებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს

საკუთარი სოციალური მედია Truth Social-ში ტრამპმა დებატების შესახებ ბუნდოვანი პოსტიც დაწერა. მისი თქმით, ის რეიტინგით საკმაოდ უსწრებს კონკურენტებს.

"რეიგანმა ეს არ გააკეთა და არც სხვებმა გააკეთეს. ხალხმა იცის ჩემი მონაცემები, ერთ-ერთი საუკეთესო, ასე რომ, რატომ ვიდებატო?" - წერს ტრამპი და იმის შესაძლებლობას, რომ პრაიმერის პირველ დებატებში მონაწილეობას მიიღებს მაინც ტოვებს.

"ხალხმა იცის ვინ ვარ და როგორი წარმატებული პრეზიდენტობა მქონდა, შესაბამისად დებატებში მონაწილეობას არ მივიღებ" - წერს დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში - The Truth Social. 

რესპუბლიკური პარტიის დებატები 23 აგვისტოს მილუოკში გაიმართება. 

კომენტარები