ავსტრია

ავსტრიის ყოფილი კანცლერი პარლამენტისთვის ცრუ ჩვენების მიცემის გამო გაასამართლეს

REUTERS/Leonhard Foeger/File Photo 

ავსტრიის ყოფილი კანცლერი სებასტიან კურცი პარლამენტისთვის ცრუ ჩვენების მიცემისთვის გაასამართლეს. კურცის ბრალდების შესახებ ინფორმაცია ეკონომიკური დანაშაულებებისა და კორუფციის ოფისის პროკურორმა გაავრცელა. 

სებასტიან კურცი და მისი კაბინეტის უფროსი ბერნანდ ბონელი იბიცის კომიტეტის წინაშე კორუფციის საკითხებზე ცრუ ჩვენებების მიცემაში არიან ბრალდებულები. 

კურცი აღნიშნულ ბრალდებებს არ აღიარებს. მისი სასამართლო პროცესი 18 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

კომენტარები