ავსტრია

ავსტრიის კანცლერის მოვალეობას, დროებით, საგარეო საქმეთა მინისტრი შეასრულებს

მას შემდეგ, რაც ავსტრიის კანცლერი, კარლ ნეჰამერი გადადგა, მის მოვალეობებს, დროებით, საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდერ შალენბერგი შეასრულებს. ინფორმაციას პრეზიდენტის, ალექსანდერ ვან დერ ბელენის ოფისი ავრცელებს.

შალენბერგი კანცლერის თანამდებობას დაიკავებს მანამ, სანამ ახალი მთავრობის ფორმირება არ მოხდება. 

ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა კანცლერის თანამდებობის დატოვების შესახებ მას შემდეგ გაავრცელა განცხადება, რაც ცნობილი გახდა, რომ ავსტრიის ცენტრისტულ პარტიებს შორის კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება ჩაიშალა.

6 იანვარს, ქვეყნის პრეზიდენტმა ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტიას (FPO) რომელმაც სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმების დაახლოებით 29% აიღო, სამთავრობო კოალიციის ფორმირება დაავალა. 

კომენტარები