საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023 წლის იანვარი-ივლისის საქონლით 2023 წლის იანვარი-ივლისის საქართველის საგარეო ვაჭრობის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე $12 097.6 მილიონია, რაც წინა წელთა შედარებით 18%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი $3 575.6 მილიონი, ხოლო იმპორტი $8 522.1 მილიონია. ორივე მათგანი წინა წლის მონაცემებთან შედარებით გაზრდილია.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-ივლისში $4 946.5 მილიონი შეადგინა. სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო მიანიშნებს, რომ ქვეყნის იმპორტი აღემატება ექსპორტს. ტენდენცია წინა წლების მსგავსია.

საქსტატის მითითებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე 2023 წლის 21 აგვისტოს გამოქვეყნდება.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



