სტიქია რაჭაში

შოვში ნაპოვნი 24 ცხედრიდან 20 იდენტიფიცირებულია – მღებრიშვილი

ზურა ცერცვაძე/ტაბულა

რაჭაში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 24 ცხედრიდან, ამ დროისთვის 20 იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

"დღეს ნაპოვნი 3 ცხედრიდან, 2, სავარაუდოდ, დიდი ალბათობით, მამაკაცი უნდა იყოს. მესამე ცხედარი კი, სავარაუდოდ, ქალს ეკუთვნის. ამ დროის მდგომარეობით, ნაპოვნი 24 ცხედრიდან 20 იდენტიფიცირებულია. 4-ის დნმ-ის პასუხებს კი ამ დრომდე ველოდებით". - თქვა მღებრიშვილმა.

ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში 9 ადამიანს ეძებენ.

რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა

კომენტარები