სტიქია რაჭაში

შოვში დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა

შსს

რაჭაში, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა გაავრცელა.

"რიონის კალაპოტში ცხედარია აღმოჩენილი და ამ დროისთვის მისი ამოსვენება მიმდინარეობს. გარდა ამისა, ნაპოვნია ადამიანის სხეულის ქვედა კიდური [...] მონიტორინგის შედეგად, ცხედარი სტიქიის ეპიცენტრიდან 20 კილომეტრის მოშორებითაა აღმოჩენილი, ქვედა კიდური კი 24 კილომეტრის მოშორებით ვნახეთ". - თქვა მღებრიშვილმა.

ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში 11 ადამიანს ეძებენ.

რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა

კომენტარები