სტიქია რაჭაში

"901 გეოლოგიური საფრთხის შემცველი უბანი" - რას წერდა გარემოს ეროვნული სააგენტო 2021-ში

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2021 წელს გამოქვეყნებულ საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენში 901 საფრთხის შემცველი უბანი შეაფასა. მათგან 184 ზონა სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე, 74 აჭარაში, 51 გურიაში, 145 იმერეთში, 84 რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო ქართლის, 61 სამცხე ჯავახეთის, 54 შიდა ქართლის, 53 ქვემო ქართლის, 40 ქვემო ქართლის, 63 კახეთის ხოლო 92 თბილისში მდებარეობს. 

სააგენტოს განმარტებით, ბიულეტენში მხარეებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით მოცემულია გასატარებელი დამცავი ღონისძიებების რეკომენდაციები. 

ანგარიში საინტერესოა იმდენად, რამდენადაც, რაჭაში, მდინარე ჭანჭახის მარცხენა შენაკადის მდინარე დღვიორას ხეობაში ღვარცოფის საშიშროების რისკი შეფასებული იყო როგორც "მაღალი" - ის ადგილი, სადაც კვლევის გამოქვეყნებიდან 2 წლის შემდეგ ღვარცოფი მოხდა. 

2021 წლის ანგარიშის მიხედვით, გეოლოგიური საფრთხეების გააქტიურება მოსალოდნელია შემდეგ დასახლებებში:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - ოდიში, ჯიხაშკარი, კორცხელი, დარჩელი, აბასთუმანი, ნარაზენი, ჭკადუაში, ნაცატუ, გრიგოლიში, ოფაჩხაფუ, ჭაქვინჯი, ყულიშკარი, ახალსოფელი, ძველი აბასთუმანი, უჩაშონა, ცაიში, ჩხოუში, დიდი ნეძი, ბაღმარანი, ცაცხვი. 

გარემოს ეროვნული სააგენტო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი - ქალაქი წალენჯიხა, ლეშამუგე, ჯაღირა, ჯგალი, საჩინო, ნაკიფუ, ჩქვალერი, ჭველე, ლეკარდე, ობუჯი, ფახულანი, მუჟავა, ლია, მედანი, დაბა ჯვარი, ეწერი, ჭალე, ეწერფერდი, ნაგურუ, მიქავა.

გარემოს ეროვნული სააგენტო

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი - ჩხოროწყუ, ლეგახარე, ლესიჭინე, გარახა, ხაბუმე, სარაქონი, ლეწურწუმე, მუხური, ნაფიჩხოვო, კირცხი, ჯუმითი, ახუთი, მონგირი, ლეჯიქე, პირველი ჭოღა, თაია, ქვედა ჩხოროწყუ, ქალაქი ოჩხომური. 

მარტვილის მუნიციპალიტეტი - კიწია, კურზუ, ქვაითი, აბედათი, ქალაქი მარტვილი, დიდი ჭყონი, ნახუნაო, პირველი ბალდა, დოშაყე, თამაკონი, დობერაზენი, სალხინო, ხუნწი, ქვაითი, გურძემი. 

სენაკის მუნიციპალიტეტი - ქალაქი სენაკი, ძველი სენაკი, ბია, ხეთა, შუა ხორში, ფოცხო. 

ხობის მუნიციპალიტეტი - გაღმა საჯიჯაო, გიმოზგონჯილი, ქალაქი ხობი, გაღმა ქარიატა, ახალხიბულა, პირველი მაისი (ბულიწყუ), ხეთა, ხამისყური.

გარემოს ეროვნული სააგენტო

მესტიის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია შემდეგ დასახლებებში: დაბა მესტია, მულახი (ჩვაბიანი, ჟაბეში, ღვებრა, ზარდლაში, არცხელი, მურშკელი, ჟამუში), კალა, იფარი, ჭუბერი, კალაში, ქაშვეთი, ზარდლაში, ჩაჟაში, ქვედა ლუჰა, ფარი, ბეჩო, ზუგდიდი-მესტია-უშგულის ცენტრალური საავტომობილო გზის, უშგული-ცანას გზის, და სოფელ ადიშისკენ მისასვლელი გზის ცალკეულ მონაკვეთებზე. 

ასევე, ღვარცოფული პროცესები მოსალოდნელია შემდეგი მდინარეების აუზებში: მესტიაჭალა (მურყვამი, ლეხზირი, ჭალაადი, გვალდა, შაგათხუმარი, ზარგაში და სხვა ხევები), მულხურა (ჩვაბიანი, ჟაბეში, ჭოლაში, ხელეში, ზარდლაში, ლაღამი, ლეხთაგი, კაერი, ნესგუნი და სხვა ხევები) ნენსკრა (დევრა, გვაშხარა, ტეტნაშერა, ლახამი, ტიტა, ხარამი, ოკრილა, ცხვანდირი და სხვა ხევები), ნანკრა (უთვირი და სხვა ხევები) დოლრა (ტვიბრა, ხელდრა და სხვა ხევები), ხუმფრერი, ხაიშურა, ლელხარა, ნაცეშარი, ხუბერი და მცირე ღვარცოფულ ხევებში (მდ. ენგურის შენაკადები), რომლებიც კვეთენ ზუგდიდი-მესტია-უშგულის და უშგული-ცანას საავტომობილო გზის მონაკვეთებს. 

გარდა ამისა, კლდეზვავური პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია ზუგდიდი-მესტია-უშგულის ცენტრალური საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებზე.

ანგარიშში ასევე ცხრილის სახით მოცემულია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გეოლოგიური პროცესების მოქმედების რისკის ზონაში მოქცეული ინფრასტრუქტურის ჩამონათვალი, რომლებიც, სააგენტოს შეფასებით, შეკეთებასა და შესაბამისი ღონისძიებების დროულ გატარებას საჭიროებენ.

კომენტარები