სტიქია რაჭაში

შოვში კიდევ 1 ადამიანის ცხედარი იპოვეს – დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა

შსს

რაჭაში, შოვში, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს – დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა გაავრცელა.

"მდინარის კალაპოტში ქალის ცხედარი ვიპოვეთ. ასევე, ნანახია ადამიანის ცალკეული ფრაგმენტი". - თქვა მღებრიშვილმა.

ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში 15-მდე ადამიანს ეძებენ.

რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა

ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ნაპოვნი 19 ცხედრიდან 14 იდენტიფიცირებულია.

კომენტარები