სტიქია რაჭაში

შოვში კიდევ 1 ადამიანის ცხედარი იპოვეს – დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა

შსს

რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ 1 ადამიანის ცხედარი იპოვეს – დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

სტიქიის ზონაში სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ბოლო მონაცემებით, ეძებენ 25-მდე ადამიანს, – მათ, ვისთანაც დაკავშირება ვერ ხერხდება. ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, დაკარგულებს შორის 7 ან 8 ბავშვია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილიდან ვერტმფრენით 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს.

რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა

კომენტარები