ჩემი ოჯახი აღარ არის. დედაჩემმა რამდენჯერმე თავის მოკვლა სცადა, ხომ არ მივუშვებ, ჩემ თვალწინ მაგას ხომ არ გავაკეთებინებ. წამოვიყვანე სახლში და [სასწრაფოს] გამოძახება დაგვჭირდა. გუშინ შეტევა გვქონდა მეც და დედაჩემსაც. ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ ძლივს მოვიდა სასწრაფო და იცით რა მითხრეს? თბილისიდან უნდა დაგვავალონ, რომ თქვენთან მოვიდეთო, არ გადმოგვცესო. თბილისს ველოდო? [...]
4-ის 10 წუთზე მოხდა სტიქია. რატომ არ დაიწყეს ძებნა ცხელი წერტილიდან? გუშინ მანახეს ფოტოები, ვერ გაიგებ, რომ ადამიანია, როგორ უნდა ამოვიცნო ჩემი და მანდ? ვერტმფრენი სანსეთ შოვში მიფრინდა პირველად. ლაფში ვინც იყო, დღემდე ვეძებთ. გაყინულია ლაფი, თქვენი აზრით, ვინმე აქ გადარჩება? არა, არ მაქვს იმედი, რომ ვიღაცამ გაასწრო.
სტიქია რაჭაში
მოქალაქე: გუშინ მანახეს ფოტოები, ვერ გაიგებ, რომ ადამიანია, როგორ უნდა ამოვიცნო ჩემი და მანდ?





