სტიქია რაჭაში

შოვში მეწყერს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რაჭაში, კურორტ შოვში მაშველებმა სტიქიის ზონაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტიქიის ზონიდან მაშველებმა 70-მდე მოქალაქე, მათ შორის, ბავშვები, უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგო ხიდეშელის თქმით, შოვში მიწისა და წყლის ძალიან დიდი მასა ჩამოიშალა. ხიდიშელი ამბობს, რომ მეწყერმა ის ხიდი წაიღო, რითიც მოქალაქეები ამ ტერიტორიაზე გადადიოდნენ.

შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებრად მეწყერის შედეგად მიწის მასა, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა.

 

კომენტარები