სტიქია რაჭაში

შსს: შოვიდან 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი

რაჭაში, კურორტ შოვიდან, სტიქიის ზონიდან მაშველებმა 70-მდე მოქალაქე, მათ შორის, ბავშვები, უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სტიქიის ზონაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა 3 ფრენა უკვე განახორციელეს და ადგილზე აქტიური სამაშველო ღონისძიება კვლავ გრძელდება.

"სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები და ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები". - წერია შსს-ს განცხადებაში.

ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგო ხიდეშელის თქმით, შოვში მიწისა და წყლის ძალიან დიდი მასა ჩამოიშალა. ხიდიშელი ამბობს, რომ მეწყერმა ის ხიდი წაიღო, რითიც მოქალაქეები ამ ტერიტორიაზე გადადიოდნენ.

შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებრად მეწყერის შედეგად მიწის მასა, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა.

კომენტარები