შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

გამოცდის აღდგენაზე უარის შემდეგ აბიტურიენტი NAEC-ს შსს-ში უჩივის

აბიტურიენტმა, რომელსაც სასამართლოს განჩინების მიეუხედავად გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (NAEC) დამატებითი გამოცდის დამატებითი სესიის ჩატარებაზე უარი უთხრა, ცენტრს შსს-ს უჩივლა. ამის შესახებ ინფორმციას არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენელი ანა არგანაშვილი ავრცელებს. 

არგანაშვილის თქმით, გამოცდების ეროვნული ცენტრის მხრიდან გაკეთებული განცხადება, რომ სასამართლოს განჩინებას არ შეასრულებენ კონსტიტუციის და საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევაა. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (NAEC) სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი თქვა. საქმე ეხება აბიტურიენტს, რომელიც ისტორიის გამოცდაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა. 

PHR-ის (პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის) ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 ივლისს NAEC-ს დაავალა აბიტურიენტი ისტორიის დამატებით გამოცდაზე დაეშვა. თუმცაღა გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უარს განაცხადა და თქვა, რომ ისტორიის დამატებითი გამოცდა 25 ივლისს უკვე ჩატარდა. PHR-ის განმარტებით, 25 ივლისს ჩატარდა გეგმიური დამატებითი გამოცდა. სასამართლო განჩინების შესაბამისად კი ცენტრმა, მათი განსაზღვრული გრაფიკის მიუხედავად, კიდევ უნდა ჩაატაროს დამატებითი სესია. 

კომენტარები