შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ნინო წერეთელი უხელმძღვანელებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ნინო წერეთელი დაინიშნა.

"ნინო წერეთელს განათლების სისტემაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ასევე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. 2019 წლიდან დღემდე კი იკავებდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას". - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ნინო წერეთელი სოფო გორგოძეს ჩაანაცვლებს, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა გასული წელს დატოვა და ეს გადაწყვეტილება პირადი მიზეზებით ახსნა.

კომენტარები