რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნიკოლაევსა და ოდესაში რუსეთის თავდასხმების შედეგად 20 ადამიანი დაშავდა

Reuters  

რუსეთი 20 ივლისის ღამეს თავს დაესხა უკრაინის საპორტო ქალაქებს, ნიკოლაევსა და ოდესას, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა. ნიკოლაევის გუბერნატორის ცნობით, დაშავებულთა შორის 5 ბავშვია. 

ზედიზედ სამი ღამის განმავლობაში რუსული ძალები თავს ესხმიან უკრაინის საპორტო ქალაქებს.

უკრაინის წარმომადგენლების აზრიით, რუსული თავდასხმების მიზანი იმის ხაზგასმა იყო, რომ ისინი არ დაუშვებენ მარცვლეულის ექპორტს უკრაინის პორტებიდან რუსეთის პირობების გათვალისწინების გარეშე. 

უკრაინის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ნიკოლაევსა და ოდესაში რუსეთის თავდასხმებისას მათ გაანადგურეს 5 რაკეტა და 13 მოიერიშე დრონი. Მათი ინფორმაციით, რუსეთმა სულ 19 რაკეტა და 19 მოიერიშე დრონი გაისროლა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გამო, 20 ივლისიდან უკრაინის პორტების მიმართულებით მიმავალ ყველა გემს სამხედრო ტვირთის პოტენციურ გადამტანად განიხილავენ. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, შეთანხმების დატოვების მიზეზად დაასახელა რუსეთის მიმართ აღებული ვალდებულებები შეუსრულებლობა.

ამავდროულად, რუსეთის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც რუსეთისა და ოკუპირებული ყირიმის მაკავშირებელ ხიდზე აფეთქება მოხდა. 17 ივლისს ქერჩის სრუტეზე გამავალ ხიდზე, რომელიც ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ფედერაციას აკავშირებს, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ობიექტი დაზიანდა და გადაადგილება დროებით შეჩერდა. უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ეს უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი სპეცოპერაცია იყო და იერიში საზღვაო დრონების გამოყენებით განახორციელეს. მსგავსი უპილოტო აპარატების გამოყენებაზე საუბრობდა რუსული მხარეც.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების სფეროში, ჯოზეფ ბორელმა რუსეთი დაადანაშაულა მარცვლეულის ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართულ თავდასხემბში, რაც “შექმნის დიდ საკვების კრიზისს მსოფლიოში”. 

კომენტარები