რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NATO-ს უმაღლესი სარდლის თქმით, ხარკოვში წინსვლისთვის რუსეთს საკმარისი ძალები არ ჰყავს

NATO-ს მოკავშირეთა ევროპის უმაღლესი მთავარსარდალი კრისტოფერ კავოლი

16 მაისს NATO-ს უმაღლესმა სარდალმა განაცხადა, რომ მისი აზრით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ხარკოვის ოლქში საკმარისი ჯარისკაცები არ აქვს გაგზავნილი, რათა სტრატეგიული გარღვევა მოახერხოს.

NATO-ს მოკავშირეთა ევროპის უმაღლესი მთავარსარდლის, კრისტოფერ კავოლის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ უკრაინული ძალები რეგიონში პოზიციების შენარჩუნებას შეძლებენ.

წინა კვირას, რუსეთმა ხარკოვის ოლქში ახალი იერიში წამოიწყო, რის გამოც უკრაინას რამდენიმე სოფლიდან სამხედრო ნაწილების გამოყვანა მოუწია.

"რუსეთს საჭირო რიცხვები არ აქვთ სტრატეგიული გარღვევისთვის". - განაცხადა კავოლიმ NATO-ს ბრიუსელის შტაბ ბინაში პრესკონფერენციისას.

"უფრო მეტიც, მათ საკმარისი ცოდნა და შესაძლებლობები არ გააჩნიათ ამის გასაკეთებლად, რომ იმოქმედონ ისეთ საჭირო მასშტაბებზე, რათა ნებისმიერი გარღვევა სტრატეგიულ უპირატესობად გამოიყენონ". - თქვა NATO-ს მოკავშირეთა ევროპის უმაღლესმა მთავარსარდალმა. 

კავოლის თქმით, რუსებს "აქვთ შესაძლებლობა, რომ ლოკალური წინსვლა შეძლონ და ზოგჯერ ამასაც ახერხებდნენ. ამასთანავე, მათ ლოკალური დანაკარგებიც განიცადეს".

კომენტარები