ისრაელი

ისრაელში მომიტინგეებმა, პროტესტის ნიშნად, გზები და მატარებლის სადგურები გადაკეტეს

საპროტესტო აქცია თელ-ავივში, ისრაელი, 18 ივლისი, 2023.
Julia Frankel, Associated Press

18 ივლისს ათიათასობით მომიტინგემ ისრაელის დედაქალაქ თალავივში მაგისტრალები და მატარებლის სადგურები გადაკეტეს. ამ გზით პროტესტანტები სასამართლო რეფორმას აპროტესტებენ.

პროტესტმა, რომელიც 7 თვეა გრძელდება, ბოლო დღეებში უფრო აქტიური ფორმა მიიღო, ვინაიდან ქვეყნის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის გუნდთან ერთად პარლამენტში პროგრამის განხორციელებას განაგრძობს. პაკეტის პირველი კანონპროექტი, ღონისძიება, რომელიც მიზნად უზენაესი სასამართლოს ზედამხედველობის უფლებამოსილების შეზღუდვას გულისხმობს, კანონი შესაძლოა მომავალ კვირაში გახდეს.

18 ივლისს, ღამით მომიტინგეები აშშ-ის დიპლომატიური ოფისის წინ მობილიზდნენ და თელ-ავივის ცენტრალური მოედანი და მთავარი გზატკეცილი დაიკავეს. პოლიცია მათ დაშლას ცხენზე ამხედრებულები ცდილობდნენ.

მანამდე, აქციის მონაწილეები ისრაელის საფონდო ბირჟასთან და სამხედრო შტაბთან შეიკრიბნენ. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ დასუსტებული სამართლებრივი სისტემა უცხოელ ინვესტორებს შეაკავებს. ამას ამყარებს ისიც, რომ იანვრის შემდეგ, კანონპროექტის ცვილების გეგმებისა და დემონსტრაციების ფონზე, ისრაელის შექელი 8%-ით გაუფასურდა. გარდა ამისა, საკვანძო სამხედრო ნაწილებში რეზერვისტები, მათ შორის მოერიშე მფრინავები და კიბერ ომის აგენტები, პროტესტის ნიშნად, გაფიცვით იმუქრებიან. 

პროტესტის ნიშნად სამსახურეობრივ მოვალეობაზე უარის თქმას გეგმავენ ისრაელელი ექიმებიც. ისრაელის სამედიცინო ასოციაციის განცხადებით, ექიმები დღეს, 19 ივლისს ორსაათიან გაფაცვას გამართავენ. თუმცა, განცხადებაში წერია, რომ გადაუდებელი ოპერაციები ჩვეულებრივ ჩატარდება.

დემონსტრანტებმა, მათ შორის რეზერვისტებმა, შექმნეს ცოცხალი ჯაჭვი და თელ-ავივში ისრაელის სამხედრო შტაბის ერთ-ერთი შესასვლელი გადაკეტეს. ასევე გადაკეტეს მატარებლის სადგურებიც.

ისრაელის პოლიციის ცნობით, საზოგადოებრივი არეულობის ბრალდებით, სულ მცირე, 45 ადამიანი დააკავეს. 


ისრაელის მთავრობა, რომელიც ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიკუდითა და ულტრამემარჯვენე პარტიებისგანაა დაკომპლექტებული, შესაძლო რეფორმით უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვას გეგმავს. ცვლილების შემთხვევაში, სასამართლოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებზე ნაკლები ბერკეტი ექნება. მთავრობის გეგმა, კანონად ქცევის შემთხვევაში, მათ საშუალებას მისცემს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები მინიმალური უმრავლესობით დაძლიონ და მოსამართლეებიც თავად დანიშნონ.

გეგმის მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომლის წინააღმდეგაც კორუფციასთან დაკავშირებული საქმეა აღძრული, სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდება სურს და ეს საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო თავისუფლებებს, დააზიანებს ეკონომიკასა და დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობას.

კომენტარები