ისრაელი

ნეთანიაჰუს თიაქარი აღმოუჩინეს, ოპერაციას ჩაიტარებს

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს ცნობას, რომ ქვეყნის ლიდერს სამედიცინო შემოწმების დროს თიაქარი აღმოუჩინეს, რის გამოც ის ოპერაციას ჩაიტარებს.

ნეთანიაჰუს მოვალეობას დროებით მისი მოადგილე და იუსტიციის მინისტრი, იარივ ლევინი შეასრულებს.

ოფიციალური პირების თქმით, ისრაელის პრემიერი თავს კარგად გრძნობს. ოპერაცია 31 მარტის ღამეს, ისრაელის დროით 21:00-ზე, ჰადასაჰის უნივერსიტეტის საავადმყოფო ეინ ქერემში ჩატარდება. ამავე ინფორმაციით, ოპერაციამდე ნეთანიაჰუ ომის კაბინეტს მაინც შეხვდება.

ისრაელის პრემიერი ოპერაციის ჩატარებამდე პრესკონფერენციას გამართავს.

კომენტარები