მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ რუსული კანონის მეორედ ინიცირებას თეთრი სახლის პრესსპიკერი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბიც გამოეხმაურა.
"ღრმად შეშფოთებულები ვართ ამ კანონპროექტით - [იმით] რაც მას აზრთა სხვადასხვაობისა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობის კუთხით შეუძლია". - განაცხადა კირბიმ ბრიფინგზე.
მისი თქმით, საქართველოში "სიცოცხლით სავსე სამოქალაქო საზოგადოებაა".