ისრაელი

IDF-ის დაზვერვის უფროსი 7 ოქტომბრის შეცდომების გამო თანამდებობიდან გადადგა

Middle East Online

ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის სამსახურის უფროსი აჰარონ ჰალივა 7 ოქტომბრის თავდასხმისას დაშვებული შეცდომების გამო თანამდებობიდან გადადგა. ჰალივამ 22 აპრილს წერილი გაასაჯაროვა, სადაც თანამდებობის დატოვებაზე და ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს. 

წერილში აჰარონ ჰალივა წერს, რომ ძალაუფლებას თან დიდი პასუხისმგებლობა მოსდევს. მისი თქმით, მისმა დანაყოფმა ვერ შეასრულა ფუნქცია და 7 ოქტომბერი მისთვის ყოველთვის შავ დღედ დარჩება. ჰალივა თანამდებობაზე მხოლოდ იმ დრომდე დარჩება, სანამ მის შემცვლელს არ იპოვიან. ჰალივას გადაწყვეტილებას ხელი მოაწერეს ისრაელის თავდაცვის ძალების უფროსმა ჰერცი ჰალევიმ და თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა.

აჰარონ ჰალივა იქნება პირველი თანამდებობის პირი ისრაელის თავდაცვის ძალებში, რომელიც ჰამასის თავდასხმანდე დაშვებული შეცდომებისთვის და დაზვერვის მარცხოსთვის გადადგა. ჰალივასთან ერთად თავდაცვის უწყებების სხვა მაღალი თანამდებობების პირებიც ამბობენ, რომ გრძნობენ პასუხისმგებლობას ისრაელის სტრატეგიულ შეცდომებზე ჰამასის თავდასხმის წინ. აჰარონ ჰალივა ისრაელის თავდაცვის ძალებში 38 წელი მსახურობდა.

კომენტარები