ისრაელი

ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე ბოლო წლებში უდიდესი რეიდი ჩაატარა

REUTERS/Mohammed Torokman

ისრაელის თავდაცვის ძალებმა დასავლეთ სანაპიროს დედაქალაქ რამალაში ბოლო წლებში უდიდესი რეიდი ჩაატარეს. პალესტინური წყაროების ცნობით, რამალაში, ამარის ლტოლვილთა ბანაკში ისრაელის რეიდისას 16 წლის თინეიჯერი, მუსტაფა აბუ შალბაკი გარდაიცვალა. 

რეიდის თვითმხილველების ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა რამალაში ათობით სამხედრო სატრანსპორტო საშუალება შეიყვანეს.

პალესტინური საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალების შესვლას ბანაკში კონფლიქტი მოჰყვა, რა დროსაც დაიწყო სროლა და 16 წლის აბუ შალბაკი გულ-მკერდის და კისრის არეში დაიჭრა. ასევე, ისრაელის ჯარმა ქალაქ ტულკარმში მთავარი გზა დაანგრია და ქალაქ ნაბლუსში ააფეთქა სახლი, რომელიც ეკუთვნის ერთი წლის წინ ბრიტანელ-ისრაელელი ქალის და მისი ორი ქალიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ტერორისტს.

ისრაელის თავდაცვის ძალებს რამალას რეიდზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

კომენტარები