რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო

რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, შეთანხმების დატოვების მიზეზად დაასახელა რუსეთის მიმართ აღებული ვალდებულებები შეუსრულებლობა. 

ამავდროულად, რუსეთის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც რუსეთისა და ოკუპირებული ყირიმის მაკავშირებელ ხიდზე აფეთქება მოხდა. დაზიანებულია ობიექტის ნაწილი და გადაადგილება დროებით შეჩერებულია. პესკოვმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ ფაქტს რუსეთის გადაწყვეტილებასთან კავშირი არ აქვს. 

აქამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პუტინი მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებაზე თანახმა იყო. რეპორტიორებთან საუბრისას ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება, რომელიც 17 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თურქეთისა და გაეროს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად გახანგრძლივდება. 

ერთი დღით ადრე პუტინმა თქვა, რომ მოსკოვი მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებაზე დაფიქრდება. მან აღნიშნა, რომ რუსეთს შეუძლია შეაჩეროს მონაწილეობა ინიციატივაში მანამ, სანამ არ შესრულდება ყველა ის პირობა, რომლებზეც მოსკოვი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დათანხმდა. მან ასევე გამოთქვა საყვედური, რომ დასავლეთმა შეთანხმების მიღებისას რუსეთის ინტერესები არ გაითვალისწინა. 

გლობალური სასურსათო კრიზისის შესამცირებლად 2022 წლის ივლისში გაერო და თურქეთი რუსეთსა და უკრაინას შორის შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას შუამავლობდნენ. უკრაინა და რუსეთი მსოფლიოში მარცვლეულის მოწინავე ექსპორტიორებს შორის არიან.

 

კომენტარები