ნიდერლანდები

ნიდერლანდების მმართველი კოალიცია დაიშალა, წლის ბოლომდე ვადამდელი არჩევნები ჩატარდება

ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა, მარკ რუტემ მისი გადადგომისა და მმართველი კოალიციის დაშლის შესახებ განცხადება გააკეთა.

კოალიციის დაშლის მიზეზი მმართველი დემოკრატიისა და თავისუფლების სახალხო პარტიის (VVD) მიერ ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების სურვილი იყო, რამაც უთანხმოება გამოიწვია კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებთან. 

"არ არის საიდუმლო, რომ კოალიციაში მყოფ პარტნიორებს ძალიან განსხვავებული შეხედულებები აქვთ მიგრაციის პოლიტიკაზე. დღეს, სამწუხაროდ, ნათელია, რომ ეს განსხვავებები მოუგვარებელია. ამიტომაც, მეფეს დაუყონებლივ ვთავაზობ სრული კაბინეტის გადადგომას". – თქვა რუტემ.

მარკ რუტემ გადადგომასთან ერთად ასევე აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანას ახალი მთავრობა ეყოლება, ის დატოვებს პოლიტიკას. 

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის ბოლომდე გაიმართება. 

მარკ რუტე ნიდერლანდების პრემიერმინისტრად 2010 წელს აირჩიეს და ეს არის ყველაზე ხანგრძლივი ვადა, რომლითაც ერთმა პიროვნებამ პრემიერმინისტრის პოსტზე იმსახურა.

კომენტარები