Tbilisi Pride

ბრიტანეთის ელჩი: შეძრწუნებული ვარ, რომ Pride ფესტივალი ჩაიშალა

შეძრწუნებული ვარ, რომ მზადებისა და პრევენციული ზომების მიუხედავად, პრაიდის ფესტივალი ჩაიშალა. ხელისუფლებას მოვუწოდებ, ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი უზრუნველყოს, ვინც აგრესიული გზით მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას ხელი შეუშალა.

წერს ტვიტერზე დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი. ქოც-ორკებმა ლისის ტბის ტერიტორიაზე Tbilisi Pride ფესტივალისთვის გამაგრებული სცენა და სასცენო მოწყობილობები დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს.

Tbilisi Pride-ის განცხადებით, სამართალდამცველებმა ტერიტორიის დაცვა ვერ შეძლეს და მათი ევაკუაცია გახდა საჭირო.

კომენტარები