საქართველოს პარლამენტი

კობახიძე: სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციები კატეგორიულად გამორიცხულია

ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, მათ უკრაინის ხელისუფლებასთან ცალხმრივი მეგობრობის რეჟიმში დარჩენა ურჩევნიათ. 

როგორც კობახიძემ თქვა, საქართველოს ელჩი უკრაინაში ის ადამიანია, ვინც ომის დაწყების პირველი დღიდან უკრაინაში დარჩა და სხვა ელჩებისგან განსხვავებით დედაქალაქში იყო და "ბევრ რამეზე ზრუნავდა". 

"ჩვენი ელჩი უკრაინაში არის ის ადამიანი, რომელიც ომის დაწყების პირველი დღიდან დარჩა უკრაინაში, განსხვავებით ბევრი სხვა ელჩისგან და მიუხედავად იმისა, რომ რუსული ტანკები კიევს იყო მიმდგარი, რჩებოდა უკრაინის დედალაქში და ზრუნავდა ბევრ რამეზე. ჰუმანიტარული კუთხით, პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით მისი როლი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მითუმეტეს ამის გათვალისწინებით უკრაინის ხელისუფლების ეს ნაბიჯი არის შეურაცხმყოფელი, დასანანი და სამწუხარო, თუმცა, ამის მიღმა არ ვაპირებთ, მათ შორის, არც კომენტარებით რეაგირებას. ჩვენ გვირჩევნია დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან".- თქვა კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ქართული ოცნების თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი უკრაინასთან ურთიერთობის ფორმატზე და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის საუკუნოვანი მეგობრობისა და უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამო შენარჩუნდება "ცალმხრივი მეგობრობა". ამასთან, მანვე კატეგორიული უარი თქვა სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით უკრაინაში საქართველოს ელჩთან კონსულტაციებზე. 

"რაც შეეხება იმას, როგორ შეიძლება გაგრძელდეს ჩვენი ურთიერთობები უკრაინასთან, ჩვენ მზად ვართ ყველა შემთხვევაში დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ერთი მარტივი მიზეზის გამო. პირველი, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ საუკუნოვან მეგობრობას ქვეყნებს შორის და ხალხებს შორის და მეორე, უკრაინა დღეს არის ომის მდგომარეობაში, ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც უნდა დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, თუნდაც უკრაინის ხელისუფლებასთან, მიუხედავად ამ შეურაცხმყოფელი ნაბიჯებისა, რომელიც გადადგეს. იმ ნაბიჯის ფონზე, რაც უკვე გადაიდგა, სამწუხაროდ, შემდეგი ნაბიჯები საინტერესო აღარ არის. სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები აბსტოლუტურად გამორციხულია".- განაცხადა კობახიძემ. 

4 ივნისს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ საკააშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით პროტესტის გამოსახატად საქართველოს ელჩი უკრაინაში, გიორგი ზაქარაშვილი დაიბარა და მას კონსულტაციებისთვის თბილისში ჩასვლა შესთავაზა. უწყებამ განმარტა, რომ სააკაშვილის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია და ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს დამამცირებელი მოპყრობა.  

3 ივლისს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას დისტანციურად ჩაერთო. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო და ფოტო მასალას, სადაც მისი მდგომარეობა ჩანს, საერთაშორისო პლატფორმაზე გამოხმაურება მოჰყვა. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა. ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, "უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საჭირო მკურნალობისთვის უკრაინას გადასცეს".

"დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბარება დავავალე. გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა მის დედაქალაქთან კონსულტაციები გამართოს". - წერს ზელენსკი.

 

კომენტარები