საქართველო-ევროკავშირის ურთერთობები

კუბილიუსი სააკაშვილზე: ციხეში დატოვება წამების მიზანმიმართულ პოლიტიკას უდრის

Baltics.news

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმიანება.

მისი თქმით, იმ პირის ციხეში დატოვება, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ასეთი მძიმეა , სახელისუფლებო ინსტიტუტების მხრიდან წამების მიზანმიმართული პოლიტიკის ტოლფასია. 

"პირის ციხეში დატოვება, მაშინ როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ასეთი მძიმეა, სახელისუფლებო ინსტიტუტების მხრიდან წამების მიზანმიმართულ პოლიტიკას უდრის. წამების აღწერა წამების წინააღმდეგ კონვენციის მიხედვით: "როდესაც ასეთი ტკივილი ან ტანჯვა მიყენებულია თანამდებობის პირის ან სამსახურებრივი მოვალეობის შემსრულებელი სხვა პირის მიერ ან წაქეზებით ან თანხმობით".- წერს კუბილიუსი საკუთარ ტვიტერ გვერდზე. 

3 ივლისს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას დისტანციურად ჩაერთო. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო და ფოტო მასალას, სადაც მისი მდგომარეობა ჩანს, საერთაშორისო პლატფორმაზე გამოხმაურება მოჰყვა. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა. ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, "უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საჭირო მკურნალობისთვის უკრაინას გადასცეს".

"დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბარება დავავალე. გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა მის დედაქალაქთან კონსულტაციები გამართოს". - წერს ზელენსკი.

კომენტარები