ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრესკონფერენციაზე ბერლინში, 14 მაისი, 2023.
REUTERS/Fabrizio Bensch

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა

"დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბარება დავავალე. გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა მის დედაქალაქთან კონსულტაციები გამართოს". - წერს ზელენსკი.

გარდა ამისა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, "უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საჭირო მკურნალობისთვის უკრაინას გადასცეს".

"სწორედ ახლა რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.

ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს შეურაცხყოფა და შეთანხმდნენ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ჩვენმა პარტნიორებმა უკრაინასთან კოორდინაციით ასევე შესთავაზეს სხვადასხვა სამაშველო ვარიანტები.

[...]კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი გადასცეს უკრაინას აუცილებელი მკურნალობისთვის. მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მიმართონ, არ მოახდინონ ამ საკითხის იგნორირება და გადაარჩინონ ეს ადამიანი. ევროპაში არცერთ მთავრობას არ აქვს სიკვდილით დასჯის უფლება, სიცოცხლე არის ძირითადი ევროპული ღირებულება". - წერს ზელენსკი.

კომენტარები