TV იმედი

TV იმედი: META-ში ამ დრომდე ვერ გვპასუხობენ, რატომ აღარაა ხელმისაწვდომი ჩვენი FB-გვერდი

"კომპანიის ადმინისტრაციაში ამ დრომდე ვერ გვპასუხობენ კითხვაზე, რატომ აღარ არის ხელმისაწვდომი იმედის ოფიციალური გვერდი" - ტელეკომპანია იმედი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, მათ FB-გვერდზე საჯაროდ წვდომა რომ 28 ივნისის 17:00 საათიდან შეიზღუდა.

"გვერდი ხელმისაწვდომია მხოლოდ მისი ადმინებისათვის. საყურადღებოა, რომ არანაირი გაფრთხილება აღნიშნულის შესახებ გვერდს არ მიუღია" - წერს TV იმედი და აღნიშნავს, რომ მათ ოფიციალური წერილით მიმართეს კომპანია მეტას.

"ჩვენ განგვიმარტეს, რომ ტელეიმედის მოთხოვნა გადაცემულია სპეციალური ჯგუფისთვის, რომელიც კომპანიაში მსგავს საკითხებს სწავლობს და ვარაუდობენ, რომ პრობლემის აღმოფხვრა უახლოეს პერიოდში მოხერხდება" - ნათქვამია განცხადებაში.

TV იმედი იქვე ამატებს, რომ "სოციალურ ქსელებში გამოჩნდა არაერთი გვერდი, რომელიც ფეისბუკზე ბოლო საათების განმავლობაში მაუწყებლობს იმედის სახელით. არცერთ მათგანს არანაირი შეხება იმედთან არ აქვს და ყველა მათგანი არის ყალბი, ე. წ. ფეიკგვერდი“.

კომენტარები