TV იმედი

ნოდია რუხაძეზე: ზედმეტად ორთოდოქსულ პოლიტკორექტულობაში ნუ გავიხლართებით

ზედმეტად ორთოდოქსულ პოლიტკორექტულობაში ნუ გავიხლართებით. 

თუ ადამიანი (ვთქვათ, ელენ დეჯენერესი) არის ლესბოსელი და ამას არ მალავს, არაფერი არ უჭირს ამ წინადადების საჯაროდ თქმას: „ელენ დეჯენერესი არის ლესბოსელი“. ეს არის ფაქტის კონსტატაცია და არ შეიცავს შეფასებას. 

(დეჯენერესის ადგილას შეგვიძლია ჩავსვათ ნებისმიერი სხვა ამავე ორიენტაციის ადამიანი, მათ შორის ქართველი). 

თუ ამ ადამიანს ამისთვის გავკიცხავთ: „ფუ, ეს დეჯენერესი ლესბოსელი ყოფილა“, ეს ძალიან ცუდია, რადგან ლესბოსელობაში გასაკიცხი არაფერია. 

ამავე ლოგიკით, თუ ლესბოსელის მამაზე, ვიტყვით, რომ ის ლესბოსელის მამაა, ესეც ფაქტის კონსტატაციაა. ამის თქმასაც თავისთავად არაფერი უჭირს: კონტექსტს გააჩნია.

თუ რომელიმე ადამიანი არის ტელეარხის მფლობელი, რომელიც გამოირჩევა ლჯბტქიუ ადამიანების მიმართ აგრესიით, ამ ადამიანის და მისი არხის პოლიტიკა არის გასაკიცხი. 

თუ, ამასთან ერთად, ამ არხის მფლობელს თავად ყავს ლესბოსელი შვილი, ამ დეტალის აღნიშვნა არის სრულიად ლეგიტიმური. შესაძლოა, ეს მას დამატებით აქცევდეს ფარისევლად. ჰომოფობია თავისთავად ცუდია, მაგრამ თან ფარისევლობაც რომ ემატება - ეს ორმაგად ცუდია. 

არის სხვა ვარიანტიც: შეიძლება მამას შვილთან ამის გამო გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა - მაშინ არ ყოფილა ფარისეველი, არამედ აგრესიული და თანმიმდევრული ჰომოფობი ყოფილა. 

როცა ქვეყნის მთავარი პროპაგანდისტული არხის მფლობელზეა ლაპარაკი, ნებისმიერ შემთხვევაში ამ დეტალის საჯაროდ ხსენებაში მიუღებელი არაფერია. 

მისი შვილის და ზოგადად ლესბოსელობის მიმართ ამით არავითარი ნეგატიური დამოკიდებულება არ გამოიხატება. პირიქით, ბედნიერება უნდა ვუსურვოთ.  

თუმცა, ცხადია, არხის პოლიტიკასთან შედარებით მისი მფლობელის შვილის ორიენტაცია მეორეხარისხოვანია.

ასე ეხმაურება პოლიტოლოგი, გია ნოდია თბილისი პრაიდის დირექტორის მიერ ჰომოფობიური სამთავრობო-პროპაგანდისტული ტელეკომპანია იმედის მფლობელის, ირაკლი რუხაძის ქალიშვილზე გავრცელებულ ინფორმაციას.

კომენტარები