Netflix

წყალქვეშა ნავის ჩაძირვის შემდეგ NETFLIX-მა კინოკოლექციას ტიტანიკი დაამატა

პირველი ივლისიდან Netflix-ის კოლექციას ჯეიმს კამერონის ტიტანიკი დაემატება. სოციალურ ქსელებში სტრიმინგის გადაწყვეტილებას ნაწილი აღშფოთებით შეხვდა. მათი აზრით ეს უპატივცემულობაა წყალქვეშა ნავ ტიტანზე დაღუპული ადამიანების მიმართ.

Netflix-თან დაახლოებული პირების თქმით სტრიმინგის სერვისმა ბლოკბასტერის ჩვენების უფლებები ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე შეიძინა. 

ტიტანიკის რეჟისორი ჯეიმს კამერონი ატლანტიკის ოკეანეში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.

"არაერთი ადამიანი იყო შეშფოთებული ამ წყალქვეშა ნავით. სიღრმეში ჩაშვების წამყვანი ინჟინრები კომპანიას არაერთი წერილი გაუგზავნეს, რომლებშიც აღნიშნავდნენ, რომ მგზავრების გადასაყვანად ეს ნავი ზედმეტად ექსპერიმენტული იყო და საჭიროებდა სერთიფიკატს. მე მაოცებს, როგორ გავს ეს ტრაგედია, თავად ტიტანიკის ჩაძირვას. გემის კაპიტანი არაერთხელ გააფრთხილეს, მიუხედავად ამისა, ის სრული სიჩქარით დაეჯახა აისბერგს, რასაც უამრავი ადამიანის დაღუპვა მოყვა. აქაც გაფრთხილებები ყურადღების მიღმა დარჩა და იმავე ადგილას ისევ ტრაგედია განმეორდა. ნამდვილი სიურეალიზმია". – ამბობს კამერონი.

კამერონი თავადაც მოყვარული ოკეანოლოგი და გამოცდილი სიღრმეებში მყვინთავია. ფილმ უფსკრულზე მუშაობისას მან შექმნა ახალი ტიპის კამერა, რომელიც მაღალ წნევას დიდ სიღრმეებზეც უძლებს.

ატლანტიკის ოკეანეში ჩაძირული წყალქვეშა ნავის ამბავს ასევე გამოეხმაურა ტიტანიკის მგზავრების შთამომავალი, მომღერალი King Princess.

კომენტარები