წყალქვეშა ნავის გაუჩინარება

ტიტანიკის მგზავრების შთამომავალი დაკარგულ ნავზე: მდიდრები საშინელ გადაწყვეტილებებს იღებენ

ატლანტიკის ოკეანეში გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის ამბავს ტიტანიკის მგზავრების შთამომავალი, მომღერალი King Princess(ნამდვილი სახელი მიკაელა სტრაუსი) სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ვიდეო 22 ივნისს არის დადებული. 23 ივნისს მუსიკოსმა ვიდეო წაშალა.

"ვფიქრობ არსებობს მილიარდერების წრე, რომლებიც რაღაც ნეხვის გამოკვლევას გადაწყვეტენ და მერე კვდებიან. თუნდაც ჩემს ოჯახს შეხედეთ. ვის უნდა გემით ოკეანის გადაკვეთა? საშინელი იდეაა. მაგრამ მაინც გააკეთეს, ვინაიდან ფული ჰქონდათ და მოკვდნენ. დღეს ვიღაცებმა თქვეს: "ოუ, რამდენი ფული მაქვს. ღმერთო ჩემო, მინდა გამოვიკვლიო ოკეანის დაუსახლებელი სიღრმეები, თანაც ყუთით. მდიდარი ადამიანები არ არიან თავისუფალნი სულელური გადაწყვეტილებების მიღებისგან. რატომ მიდიან მდიდრები კოსმოსში? იქ მათი ადგილი არ არის, ისინი არ არიან მეცნიერები. იმიტომ რომ საშინელ გადაწყვეტილებებს იღებენ. მძულს ეს სამყარო. კიდევ ერთი რამ, ძალიან ირონიულია ის ფაქტი, რომ მილიარდერები სხვა მილიარდერების საფლავის მოსანახულებლად წავიდნენ და დაიღუპნენ, სიგიჟე მგონია". – ამბობს ვიდეოში მომღერალი.

King Princess-ის წინაპრები, ცნობილი ბიზნესმენი ისიდორ სტრაუსი და მისი ცოლი იდა ტიტანიკის მგზავრები იყვნენ, რომლებმაც 1912 წელს დაიღუპნენ.

ტურისტული კომპანია OceanGate Expeditions-ის ცნობით, დაკარგული წყალქვეშა ნავის პილოტი და ოთხივე მგზავრი დაიღუპნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის სანაპირო დაცვაც.

"ბრიტანელი ბიზნესმენი და მკვლევარი, ჰამიშ ჰარდინგი, წლის პაკისტანელი მილიარდერი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი, მისი 19 წლის შვილი, სულემან დავუდი და წლის ფრანგი მკვლევარი პოლ-ჰენრი ნარგეოლე სამწუხაროდ დაიღუპნენ". - წერია განცხადებაში.

წყალქვეშა ნავი იმყოფებოდა OceanGate Expeditions-ის მიერ ორგანიზებულ 8-დღიან ექსპედიციაზე, რომლის ფარგლებში ბორტზე მყოფ ადამიანებს ატლანტის ოკეანეში 3 800 მეტრ სიღრმეზე მყოფი ტიტანიკის ნამსხვრევები უნდა დაეთვალიერებინათ. 

მანამდე BBC წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ტიტანიკის მახლობლად აღმოჩენილი ნამსხვრევები წყალქვეშა ნავის უკანა საფარსა და ქვედა კარკასს მოიცავს. აშშ-ის სანაპირო დაცვა ამერიკის დროით 15:00-ზე პრესკონფერენციას გამართავს.

ტურისტული წყალქვეშა ნავი, რომელსაც მგზავრები ტიტანიკის ნამსხვრევების დასათვალიერებლად გადაჰყავდა 18 ივნისს გაუჩინარდა.

კომენტარები