Netflix

ნეტფლიქსმა MONSTER ორი სეზონით გაახანგრძლივა

Fox Business

ნეტფლიქსმა პოპულარული სერიალი Monster ორი სეზონით გაახანგრძლივა. 

მონსტრის პირველი სეზონი 21 სექტემბერს გამოვიდა და Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პროდუქტი გახდა. სტრიმინგის ისტორიაში მეტი ნახვა მხოლოდ უცნაური ამბების მეოთხე სეზონს აქვს.

შოუ რეალურად არსებული ამერიკელი სერიული მკვლელების ანტოლოგიაა. პირველ სეზონში დეტალურად იყო აღწერილი ჯეფრი დამერის მიერ ჩადენილი დანაშაულები. შემქმნელების თქმით ახალი სეზონების გმირები სხვა "მონსტრები" იქნებიან.

პირველ სეზონში მთავარი როლი ევან პეტერსმა შეასრულა. სერიალის შოურანერი რაიან მერფია. მერფის ეკუთვნის პოპულარული სერიალები American Crime Story, American Horror Story და Pose.

კომენტარები