პრიგოჟინის ამბოხება

კალაძე რუსეთის სამხედრო არეულობაზე: არაფერი განსაკუთრებული, ეს იყო რუსეთის შიდა საქმე

"არანაირი ამის საჭიროება არ არსებობდა, როდესაც რაღაც განსაკუთრებული ხდება და რა თქმა უნდა, იქნება საჭიროება უშიშროების საბჭოს მოწვევის, რა თქმა უნდა, ამის გადაწყვეტილება იქნება მიღებული და პრეზიდენტისთვისაც იქნება ცნობილი. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საპრეზიდენტო რესპუბლიკა არ არის საქართველო, პრეზიდენტის უფლებამოსილებაც ვიცით, თუ როგორ არის გადანაწილებული. 

გუშინდელ დღეს რაც შეეხება, ყველა დარწმუნდა იმაში, რომ არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ ხდებოდა, ეს იყო რუსეთის შიდა საქმე, შიდა პრობლემები, რაც შემდეგ, მოგვიანებით, კიდევ უფრო დადასტურდა."

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე.  გუშინ, 24 ივნისს, რუსეთში სამხედრო არეულობის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრემიერმინისტრს საჯაროდ მოუწოდა, რომ უსაფრთხოების საბჭო მოეწვია.

კომენტარები